airbnb – ს მეშვეობით ყველაზე მეტი ბინა იქირავეს ქართველებმა უკრაინის ქალაქებში, – ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის ამბობს, გარდა ამისა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინელი ძმების გვერდით.
„1. საქართველოს, 191 ქვეყანას შორის ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი აქვს გაგზავნილი უკრაინაში.
2. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის უკრაინელი ძმების გვერდით.
3. airbnb – ს მეშვეობით ყველაზე მეტი ბინა იქირავეს ქართველებმა უკრაინის ქალაქებში (ცხადია, ფინანსური დახმარების მიზნით, ჩასვლას არავინ აპირებდა)“, – წერს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე.