ნორვეგიაში გაყიდული ავტომობილების 48,4% ელექტრონულია. ასეთია 2019 წლის პირველი ნახევრის შეჯამება და ეს ციფრები წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება. 2018 წლისთვის კი ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელი მხოლოდ 31,2%-ს შეადგენდა.
უკვე მეორე წელია, რაც ნორვეგია ელ-მობილებზე მოთხოვნის მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერის პოზიციას არ თმობს.
ყველაზე დიდი პოპულარობით კი ნორვეგიელთა შორის Tesla Model 3 მოდელი სარგებლობს და მასზე მთელი გაყიდვების 24,5% მოდის. ნახევარი წლის განმავლობაში ნორვეგიაში 3,8 ათასი ელექტრონული „ტესლა“ გაიყიდა.
ნორვეგიის ხელისუფლება ელ-მობილების მფლობელების წახალისებას ყველა გზით ცდილობს. ისინი სხვადასხვა სუბსიდიებს, დაფინანსებას და შეღავათებს იღებენ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მთელ მსოფლიოში 2,1 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა.