ბოლო 24 საათის განმავლობასი საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 238-მდე გაიზარდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში გარდაცვლილი პაციენტებიდან ყველაზე მეტი, 9 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი გამოვლენილი შემთხვევების შეადგენს 32 127-ს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღინიშნა, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობის ზრდის კუთხით და ამ მხრივ ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას დღესაც. კერძოდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1 262 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა ჯამური მაჩვენებელი გაიზარდა 12 632-მდე.
712 – თბილისში, 545 – აჭარაში, 482 – მძიმე პაციენტი: კორონავირუსი რეგიონების მიხედვით
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის, თბილისში – 9 ადამიანი, აჭარაში -8, იმერეთში -2, შიდა ქართლში -2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გვაქვს 238 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.