ქართველი გოგონა ნინი გიორგაძე სტენფორდის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე
სრული დაფინანსებითა და მაქსიმალური სტიპენდიით ჩაირიცხა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში პირად გვერდზე თავად ავრცელებს.
“I got accepted into Stanford! ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ჩემს ცხოვრებაში: სრული დაფინანსებით (წელიწადში $43,000) და მაქსიმალური სტიპენდიით (წელიწადში $51,600) ჩავირიცხე სტენფორდის უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერიის (Civil and Environmental Engineering) სადოქტორო პროგრამაზე.
ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობა, დავიწყო სრულიად ახალი ეტაპი, მივიღო საუკეთესო განათლება და გამოცდილება ინჟინერიის დარგში. ჩავატარებ კვლევას განახლებადი ენერგიების (Renewable Energy) მიმართულებით. ჩემი მთავარი მიზანი და გულწრფელი სურვილი, რომელმაც განაპირობა სადოქტორო პროგრამაზე ამ განხრით ჩაბარებაც, არის მიღებული გამოცდილება გამოვიყენო საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში”, – წერს ნინი გიორგაძე.