თბილი და კომფორტული კარდიგანი ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, რადგან ის კლასიკურ სტილსაც უხდება და ნაკლებად ფორმალურსაც.
არსებობს ელვაშესაკრავიანი კარდიგანის ორი ტიპი: ერთი, რომელიც მხოლოდ ზევიდან იხსნება, მეორეს შესაკრავის გახსნა კი, ზევიდანაც შეიძლება და ქვევიდანაც. იტალიელები სწორედ მეორე ვარიანტს ანიჭებენ უპირატესობას – კარდიგანს პერანგზე, პიჯაკის ქვეშ იცვამ, ელვა-შესაკრავს ორივე მხრიდან ხსნიან და ჟილეტივით ატარებენ.