LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები საქართველოში

146

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ერთერთი უმსხვილესი დამსაქმებელია საქართველოში. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა, „ენერგო-პრო ჯორჯია“ უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას კვლავ ინარჩუნებს.

საქსტატის ცნობით, 2016 წლის დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ს.ს. ენერგო–პრო ჯორჯია შედის 10 ყველაზე მსხვილ კომპანიათა რიცხვში. დღესდღეობით, სს ენერგო-პრო ჯორჯიას მფლობელობაში არსებულ კომპანიებში დასაქმებულია 5400 თანამშრომელი.

”კომპანია ახორციელებს ღია და გამჭვირვალე საკადრო პოლიტიკას. სამუშაო ადგილები იქმნება არა მარტო დედაქალაქში, არამედ კომპანიის მთელი მომსახურების არეალის მასშტაბით საქართველოს რეგიონებში. კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა აქვს ყველა მსურველს, ვინც დააკმაყოფილებს გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს და წარმატებით ჩააბარებს ტესტირებას. კონკურსი არის გამჭვირვალე და კანდიდატების შერჩევა ხდება ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით.

ამასთან, ს.ს. „ენერგო–პრო ჯორჯია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ წამყვან უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. მათთან გაფორმებულია მემორანდუმები, რომლთა საფუძველზე სტუდენტებს ეძლევათ საშუალება გაიარონ სტაჟირება ან საწარმოო პრაქტიკები მათთვის საინტერესო დარგში, პროფესიონალი მენტორების მეთვალყურეობით. სწავლების პროცესის დასრულების შემდგომ, სტაჟიორებს უტარდებათ პროფესიული ტესტირება, რომლის საფუძველზე დგება პოტენციურ თანამშრომელთა რეიტინგი და ყველა წარმატებულ კანდიდატს ეძლევათ კომპანიაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა”, – აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება, დანარჩენს მსხვილ დამსაქმებლებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ესენი არიან:
• “ჯორჯიან მანგანეზი”
• სამედიცინო კორპორაცია ”ევექსი”
• ”თბილსერვის ჯგუფი”
• კომპანია “ნიკორა”
• ”საქართველოს ფოსტა”
• “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”
• ”ჯეო ჰოსპიტალსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g