LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე მწარე დღე ჩაიწერა ჩვენი სიყვარული ისტორიაში 21 ნოემბერს მას სამუდამოდ გამოვემშვიდობე… ყვავილების ბილიკმა უძირო სამარემდე მიგვიყვანა…“ – ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანი დაკრძალეს

383
გიგა ცხელიშვილი

„დედამიწაზე არ ყოფილა ანალოგი ჩვენნაირი უბედური დასასრულის“ – ამის შესახებ ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, შორენა ონიანის ქმარი სოციალურ ქსელში წერს და მეუღლის კადრებს უზიარებს საზოგადოებას.

28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა 15 ნოემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი 21 ნოემბერს დაკრძალეს.

„ჩემო შორე, რამდენი იბრძოლე, რამდენს გაუძელი… ერთი მოფერება რა იქნებოდა შენი შვილების, სადაა სამართალი ჩემო გოგო…“ – ახალგაზრდა ქალი, რომლის გადასარჩენად საზოგადოება გაერთიანდა გარდაიცვალა

ემოციურ პოსტში გიგა ცხელიშვილი წერს, რომ მეუღლეს სამუდამოდ გამოემშვიდობა:„ყველაზე მწარე დღე ჩაიწერა ჩვენი სიყვარული ისტორიაში 21 ნოემბერს მას სამუდამოდ გამოვემშვიდობე… ყვავილების ბილიკმა უძირო სამარემდე მიგვიყვანა…“ – წერს გიგა ცხელიშვილი.

ცნობისთვის, შორენა ონიანის დასახმარებლად საზოგადოება გაერთიანდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალი 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

„რატომ არ დასცალდათ ბოლომდე ტკბობა და ბედნიერება, ეჰ რა უსამართლო ხარ ცხოვრებავ… როგორი ცოდო ხარ ცივი სამარისთვის…“ – ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის, შორენა ონიანის ქმარი მეუღლის კადრებს ავრცელებს

ვიდეო: „ყველა ტკბილი ემოცია, ყველა ლამაზი კადრი მოგონებად გადაგვექცა, თავზე დაგვემხო ყველაფერი“ – ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლის ემოციური პოსტი

@gigacx

დედას გოგოები უნდოდა მაგრამ ბიჭები დაგვიტოვა ბოლო ჟამს 🥹🥹🖤🖤💔

♬ original sound – ქართული

როგორ იბრძოდნენ 28 წლის შორენა ონიანის გადასარჩენად – რას ამბობს ოჯახის ახლობელი ახალშობილი ტყუპების…

Posted by გიგა ცხელიშვილი on შაბათი, 16 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g