სულ მალე, ინდიანა ჯონსის შესახებ გამოსული პირველი ფილმი 40 წლის იუბილეს იზეიმებს. როგორც ჩანს, ეს პერსონაჟი დღემდე აქტუალურია, რადგან ჰარისონ ფორდის გმირი, ყველა დროის ყველზე დიდ კინოგმირად დასახელდა.
მეორე ადგილი ბეტმენმა დაიკავა, მისი მუდმივი მტერი – ჯოკერი კი მეცხრე პოზიციას დასჯერდა.
სიაში მხოლოდ ორი მდედრობითი სქესის პერსონაჟია – პრინცესა ლეა კერი ფიშერისა და ელენ რიპლი სინგური უივერის შესრულებით ფილმიდან „უცხო“.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1 – ინდიანა ჯონსი
2 – ბეტმენი
3 – ჰან სოლო
4 – ელენ რიპლი
5 – ჯეიმს ბონდი
6 – ტრევის ბიკლი
7 – ჰანიბალ ლექტერი
8 – გენდალფი
9 – ჯოკერი
10 – პრინცესა ლეა