ექსპერტებმა მსოფლიო ბაზარზე არსებული ყველაზე სანდო მეორადი ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. პროექტის ავტორებმა მუშაობის პროცესში 25 000 ავტომფლობელი გამოჰკითხეს და იმ გაუმართაობებით დაინტერესდნენ, რომლებსაც ისინი ბოლო 2 წლის განმავლობაში გადასწყდომიან. პასუხებზე დაყრდნობით კი შედგა საბოლოო სია, სადაც ყველაზე სანდო მოდელები გაერთიანდნენ.
ყველაზე სანდო პრემიული კროსოვერი Volkswagen Touareg გახდა, პრობლემა მის მფლობელთა 12%-ს ჰქონდა მხოლოდ. ამასთან, რესპონდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ გაუმართაობა მართლაც ძალიან უმნიშვნელო იყო.
ლიდერთა სამეულში მოხვდნენ ძვირადღირებული კროსოვერები Porsche Macan და Mercedes-Benz GLE. გამოკითხულ ავტომფლობელთა შორის პრობლემა ამ მოდელთა 13 და 7 პროცენტს ჰქონდა. თუმცა, GLE-ს მეპატრონეებს სერიოზული პრობლემები უფრო ხშირად აქვთ ხოლმე.
რაც შეეხება კომპაქტურ მოდელებს, ყველაზე უპრობლემო Toyota Aygo ყოფილა, რომლის მთავარ ღირსებადაც მფლობელებმა დაბალი ფასი, ეკონომიურობა და მაღალი სანდოობა დაასახელეს.