LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე საშიში ადგილია ამ ქალაქში და პატარა ბავშვები დაჰყავთ“ – რა ინფორმაცია ვრცელდება და რას წერს ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე, ფონიჭალაში დღეს მომხდარ დაჭრის ფაქტზე, სადაც ბერი ნიკოლოზის (ნარიმანი) მრევლი ერთმანეთს დაუპირისპირდა  

1278
ბერი ნიკოლოზი, თეონა ცხომელიძე

ფონიჭალაში – 13 ნომერში მდებარე კორპუსში, ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. როგორც რადიო „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციითვე, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), სადაც სწორედ ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა ერთმანეთს. დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ფონიჭალაში ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს – მისამართზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) ცხოვრობს

მოგვიანებით, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ბერი ნა­რი­მა­ნის (იგი­ვე ნა­რი­მან მეფე) სა­დარ­ბა­ზო­ში, ბი­ნას­თან შეკ­რე­ბი­ლი მრევ­ლის ნა­წი­ლი ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და.

ბავ­შვი რო­გორ ჩა­აგ­დე კი­ბი­დან“, – ის­მის ვი­დე­ო­ში, შემდეგ კი ფი­ზი­კუ­რი დაპირისპირებაც ხდება.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში წერენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ყველაზე საშიში ადგილია ქალაქში, სადაც პატარა ბავშვები დაჰყავთ:

„ბერი ნარიმანის კართან რიგში ჩადგომის გამო იჩხუბეს და 2 ადამიანია დაჭრილი.
რა ქვეყანაც გვაქვს, ეგ ხდებოდა ზუსტად იქ… იმედია ახლა მაინც ეშველება რამე მაგ ამბავს… ყველაზე საშიში ადგილია ამ ქალაქში და პატარა ბავშვები დაჰყავთ“ – წერს თეონა ცხომელიძე.

ბერი ნარიმანის კართან რიგში ჩადგომის გამო იჩხუბეს და 2 ადამიანია დაჭრილი. რა ქვეყანაც გვაქვს, ეგ ხდებოდა ზუსტად იქ……

Posted by Teona Tskhomelidze on შაბათი, 24 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g