LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სავალალო ქალების მიმართ თქვენი აგდებული დამოკიდებულებაა, ერთადერთ დეპუტატ ქალს მანდატზე უარი ათქმევინეთ : წილოსანი ხვიჩიას

205
Untitled design (1)

საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტმა “გირჩის” საარჩევნო სიით გასული პარლამენტის წევრის, სალომე მუჯირისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელა.

საკითხზე კომენტირების დროს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას მიმართა და უთხრა, რომ ყველაზე სავალალო ქალების მიმართ მათი აგდებული დამოკიდებულებაა, რადგან სიიდან ყველა ქალი კანდიდატი ჩახსნეს და პარლამენტის მანდატზე ერთადერთ დეპუტატ ქალს უარი ათქმევინეს.

წილოსანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს იმ მავნე პრაქტიკას, როცა კაცი კანდიდატები წყვეტენ, როდის შეიყვანონ ქალები საარჩევნო სიაში და შემდეგ როგორ ათქმევინონ დეპუტატობაზე უარი:

“გენდერული კვოტირების მიღების პროცესს ყველა საერთაშორისი პარტნიორი გულშემატკივრობდა. ეს ერთ-ერთი პროგრესული ინიციატივა იყო, რაც ჩვენ განვახორციელეთ. თქვენ კანონში არსებული ხვრელებით მოახერხეთ და ეს პროგრესი ეჭვქვეშ დააყენეთ.” – თქვა სილოსანმა.

თავად იაგო ხვიჩიას თქმით კი, გენდერული კვოტირების თაობაზე კანონის რეგულაცია “იდიოტურია, რადგან პარტიამ მისთვის გვერდის ავლა შეძლო:

“რანაირად შეძელით, რომ “გირჩს”იმ მიზნისთვის მიეღწია, რაც კანონში არ ჩაგიდიათ? რანაირად მოახერხეთ რომ ეს გზა დატოვეთ?” – იკითხა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, “გირჩმა” ცესსაარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სია ჩახსნა, პარლამენტის მოქმედმა წევრმა სალომე მუჯირმა კი უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება დაწერა იმ მოტივით, რომ პარლამენტის წევრი “გირჩის” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი გახდეს.

magti 5g