„ინდივანი საქართველო“ უერთდება მსოფლიო ფასდაკლების კვირეულს და მომხმარებელს „შავი პარასკევის“ ფარგლებში განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს.
ყველასთვის ცნობილია, რომ, დღეისათვის სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჯანსაღი ცხოვრების წესი, ამისთვის კი მთავარი ჯანსაღი ძილი, ანუ სწორად შერჩეული მატრასია.
შოურუმში მოსულ მომხმარებელს, შავი პარასკევის ფარგლებში, 25-26-27 ნოემბერს, უმაღლესი ხარისხის მატრასების, საწოლების, საბნებისა და ბალიშების სრულ ასორტიმენტზე 20%-დან 30%-მდე ფასდაკლება დახვდება.
„ინდივანი“ საქართველოში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და მისი შოურუმი აღმაშენებლის ხეივან #68-ში, ავეჯის მოლ „თბილისი პავილიონი“-ს პირველ სართულზე მდებარეობს.
გარდა ადგილზე წარმოდგენილი მოდელებისა, აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი ზომის მატრასი, ადგილზე შეარჩიოთ სასურველი ფერის ქსოვილები საწოლებისთვის და უზრუნველყოთ თქვენი მშვიდი ძილი.
#თბილისიპავილიონი, აღმაშენებლის ხეივანი #68, პირველი სართული
მაღაზია 115
https://www.facebook.com/indivaniprojectsgeorgia
(R)