გოგონების უმეტესობისთვის საკუთარი ქორწილი თეთრ კაბასთან იგივდება, 25 წლის მელბურნელმა სოფი შოუმ კი გადაწყვიტა, ტრადიცია დაერღვია და მისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს შავი კაბა ჩაეცვა.
შავი საქორწილო კაბა დიზაინერმა ენტონი მონტესანომ შექმნა. შავი სამოსი ეცვათ პატარძლის მეჯვარეებსაც. ორიგინალური იყო მათი ყვავილებიც – სოფის მეგობრებს ხელში მხოლოდ მწვანე მცენარეებისგან შეკრული თაიგულები ეჭირათ.
ბლოგერმა სოფი შოუმ Daily Mail Australia-ს განუცხადა, რომ შავი მისი საყვარელი ფერია, მიიჩნევს, რომ უხდება და გადაწყვიტა, ქორწილზეც კომფორტულად ეგრძნო თავი შავ კაბაში.
„არ მინდოდა არაფერი ტრადიციული. ყველას აქვს ქორწილი, რატომ უნდა მოიქცეს ყველა ერთნაირად?! სამოსი არ შემირჩევია ყურადღების მისაქცევად, უბრალოდ მინდოდა მცმოდა ის, რაც ყველაზე მეტად მიხდება,“ – ამბობს სოფი.