თუკი პაემანი ევროპაში გაქვთ, მაშინ იცოდეთ, რომ ამისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანა შვედეთია.
ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი დაინტერესდა, თუ რომელ ევროპულ ქვეყნებშია პაემანი ყველაზე იაფი და ამის დასადგენად მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი 10 ათასი ადამიანი გამოკითხა. პაემნის საშუალო ღირებულება ტრანსპორტის ხარჯს, ტანსაცმელს, გართობას, კოსმეტიკას, საკვებსა და სასმელს მოიცავდა და შვედეთის შემთხვევაში ეს ციფრი მხოლოდ 47 ევროა. საფრანგეთისა და გერმანიის მოქალაქეებს რომანტიკული შეხვედრები მინიმუმ 53 ევრო უჯდებათ. იტალიელები კი საშუალოდ 54 ევროს ხარჯავენ.
აღსანიშნავია, რომ სიაში ასევე ჰოლანდია (60 ევრო), ესპანეთი (63 ევრო) და დიდი ბრიტანეთიც (149 ევრო) მოხვდნენ.