LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე შეყვარებული ძეგლები მსოფლიოში

5cf29dbbe67aef27a28bab9f0ae18547_7

სიყვარული – ლამაზი და უჩვეულო გრძნობაა, რომელიც მთელ ცხოვრებას გასდევს და ადამიანის შემოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს თემა ბევრ სკულპტურაშიცაა ასახული, რომლებიც მთელ დედამიწაზეა გაფანტული. ვნახოთ რამდენიმე საინტერესო სიყვარულის ქანდაკება.

 

„სიყვარული“, ბათუმი, საქართველო


ჩვენს მშვენიერ საკურორტო ქალაქში 7-მეტრიანი სიყვარულის ქანდაკება დგას. „სიყვარული“ ორ სხეულშია გამოხატული. მის შექმნაზე მოქანდაკე თამარ კვესიტაძე რომანმა „ალი და ნინომ“ შთააგონა. 10 წუთის განმავლობაში სხეულები ერთმანეთისკენ მიდიან, კოცნიან და ერწყმიან ერთმანეთს.

 

პარკი Love Island, კუნძული ჩეჟუ, სამხრეთ კორეა


„სიყვარულის კუნძული“ – უდიდესი მოედანია, რომელიც ეროტიული ქანდაკებებითაა სავსე. აქ ჯობს თაფლობის თვეს წახვიდეთ ან ისეთ მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც არ შეგრცხვებათ.

 

მარადიული სიყვარულის ძეგლი, კიევი, უკრაინა


კიევში, მარინის პარკში დგას მარადიული სიყვარულისა და ერთგულების ძეგლი-სიმბოლო. ის ეძღვნება ყოფილი სამხედრო ტყვეების ბანაკის პატიმრებს – უკრაინელ მოკრინა იურზუკსა და იტალიელ ლუიჯი პედუტის, რომლებიც 60-წლიანი განშორების შემდეგ შეხვდნენ და სწორედ შეხვედრის კულმინაციური მომენტია ასახული. გახსნას დაესწრო 91 წლის პედუტი, ხოლო 93 წლის მოკრინამ მისვლა ვერ შეძლო.

 

EVOL, სპინოლას ყურე, სან იულიანი, მალტა


ამობრუნებული სიტყვა Love ასეთივე დიამეტრულად განსხვავებულ გრძნობებს იწვევს. ბევრს არ ესმის მსგავსი ხელოვნება, მაგრამ თუ წყლის ანარეკლიდან შეხედავთ, დაინახავთ სანუკვარ სიტყვას – „სიყვარული“.

 

LOVE, ქანდაკება მთელ მსოფლიოში


ამას მთელი მსოფლიო იცნობს. თუმცა ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ოთხი წითელი ასოს ასეთი ინტერპრეტაცია ამერიკელმა მხატვარმა რობერტ ინდიანამ მოიფიქრა 1964 წელს. თავდაპირველად ის შეიმუშავეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნისთვის როგორც საშობაო მისალოცი. მაგრამ ხალხს იმდენად შეუყვარდა, რომ 1970 წელს ექსპოზიციაზე გამოფინეს. მალე კი ქანდაკება სხვადასხვა ფერებში გადააკეთეს და მთელ მსოფლიოში დადგეს.

 

შეყვარებული ფარნები, კიევი, უკრაინა


მაიდანზეა შეყვარებული ფარნების ძეგლი. კომპოზიცია წარმოადგენს სკამს, რომელზეც ჩახუტებული, შეყვარებული ფარნები სხედან. მათთან დაჯდომა ნებისმიერ წყვილს შეუძლია.

„სიყვარული“, რეიკიავიკი, ისლანდია


სიყვარულის ქანდაკება რეიკიავიკის ნაციონალური გალერეის სიახლოვეს პატარა პარკშია. ამ ქალაქში ბევრი მსგავსი მონუმენტია. ადგილობრივები გიჟდებიან სიყვარულის ქანდაკებაზე და მიიჩნევენ, რომ მსგავსი ხელოვნება დადებითად აისახება მათ შვილებზე.

 

„კოცნა“, ლიმა, პერუ


მირაფლორეს რაიონის ცენტრში სიყვარულის პარკია. მისი მარგალიტია ვიქტორ დელფინის „კოცნა“. ერთი შეხედვით ის უხეში მოგეჩვენებათ, მაგრამ მზის სხივების შუქზე ქანდაკება განსაკუთრებულ ენერგეტიკას ასხივებს.

 

„კოცნა“, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ


სან დიეგოს „კოცნა“ – 1945 წლის 14 აგვისტოს გადაღებული სახელგანთქმული ფოტოს 8-მეტრიანი ინტერპრეტაციაა. მაშინ უცნობმა მატროსმა უცნობ მედდას აკოცა. მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა მთელი პლანეტა შეძრულიყო შეყვარებულების გრძნობების ძალისგან, რომელიც პატარა სამხედრო ფოტოსურათზე აღბეჭდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g