Apple-ის ახალი სმარტფონის, iPhone 7-ის ელემენტი მსოფლიოში ყველაზე სუსტად მიიჩნიეს. ასეთ დასკვნამდე დამოუკიდებელი გამოცემა Which? მივიდა.
ექსპერტებმა აღნიშნული გაჯეტი სხვა კომპანიების ანალოგიური მონაცემების მქონე სმარტფონებს (HTC 10, LG G5 და Samsung Galaxy S7) შეადარეს. საცდელი ტესტების შედეგებს მათ „გამაოგენებელი“ უწოდეს.
პირველი ტესტის შედეგად, როდესაც პასიურ მდგომარეობაში ელემენტის გამძლეობა უნდა გაეგოთ, iPhone 7-ის ბატარეამ 12 საათს გაძლო, მაშინ, როდესაც HTC 10-მა 31 საათი იმუშავა. მუშა მდგომარეობაში კი, iPhone-ს 10 საათზე ნაკლები, ხოლო HTC-ს კი 13 საათი დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ iPhone 7-ის პრეზენტაცია სექტემბრის დასაწყისში, სან-ფრანცისკოში შედგა. სმარტფონის ანონსზე განაცხადეს, რომ აღნიშნული მოდელი მის წინამორბედზე 2 საათით დიდხანს მუშაობდა.