LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა“- ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციაზე

145
ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა შექმნილ ვითარებაში არის ერთი დიდი ოპოზიციური ერთობა.

ჯაფარიძის განმარტერბით, ეს არა მარტო მისი პოზიციაა, არამედ ბევრია, ვისაც ეს პოზიცია აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში:

„მინიმუმი იმის გააზრება, რომ 5%-იანი ბარიერის გამო არ უნდა დარჩეს დანაწევრებული და ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ფლანგზე, რომ ივანიშვილმა არ წაიღოს აქედან ის მანდატები, რომელიც მას არ ეკუთვნის, ეს მზაობა არის 100%-ით.

შეიძლება იყოს სხვა მოსაზრებები კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მე რასაც გიყვებით, ეს არის ჩემი პოზიცია, და არა მარტო ჩემი პოზიცია – ბევრია, ვისაც ეს პოზიცია აქვს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა.

ჩემი აზრით, მარტივადაა – ერთ მხარეს არის 41 ნომერი და მეორე მხარეს არის რაღაც ახალი ნომერი, ახალი სია, მათ შორის ახალი ხალხი, ახალი სახელი და ეს უნდა იყოს მთავარი არჩევანი.“- განაცხადა ჯაფარიძემ „ფორმულას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები