ავსტრიის დედაქალაქმა გზების უსაფრთხოების მაჩვენებლით ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა. თუკი ევროკავშირში საგზაო შემთხვევების შედეგად ყოველ მილიონ მაცხოვრებელზე 50 ადამიანი იღუპება, ვენაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 ადამიანია. სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატის“ ინფორმაციით, გზებზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი, ასევე 5 დედაქალაქში – ბერლინში, ლუქსემბურგში, მადრიდში, სტოკჰოლმსა და ლონდონშიც დაფიქსირდა. ყველაზე მეტი ავტოავარია კი ბულგარეთში და სოფიას სიახლოვეს მდებარე გზებზე ფიქსირდება. არანაკლებ საფრთხის შემცველია ასევე პორტუგალიაც და ლისაბონის შემოგარენები.