LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველი „პულე“, რომელიც ვირის რძისგან მზადდება, 2012 წლიდან ყველაზე ძვირია მსოფლიოში – რა ღირს ვირის რძე საქართველოში

462
pule

ვირის ყველი მსოფლიოში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.  ბევრს საუბრობენ მის სარგებლიანობაზე.

რამდენიმე ათეული წლის წინ მის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო.

სერბეთის ჩრდილო-დასავლეთით მდინარე სავასთან ჭაობიანი ადგილია, სახელად ზასავიცა, რომელიც 1992 წელს ნაკრძალად გამოცხადდა.

1997 წელს სლობოდან სმიჩმა აღმოაჩინა, რომ სერბეთში 1000 სულზე ნაკლები გარეული ვირი იყო დარჩენილი. მათ გადასარჩენად ვირების ფერმის მოწყობა გადაწყვიტა ზასავიცის ტერიტორიაზე.

ვირები გადარჩნენ, სიმიჩი შეძლებული კაცი გახდა. 

 

 

ყველაფერი შემთხვევით მოხდა, ვირების ნამატმა გარკვეულ რაოდენობას რომ მიაღწია, სიმიჩი დაფიქრდა რძის წარმოებაზე. ასე გაჩნდა ყველის ახალი სახეობა „პულე“, რომელიც 2012 წლის მერე ყველაზე ძვირია მსოფლიოში.

იმ პერიოდში ინგლისში სომერსეტის საგრაფოში საერთაშორისო ვაჭრობა ჩატარდა, სადაც 1 კგ „პულე“ ღირდა 795 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 1.275 დოლარი).

მას შემდეგ ბალკანური ვირების მოშენება საფრანგეთში, იტალიაში და ბელგიაშიც დაიწყეს, მაგრამ, „პულეს“ მსგავსი ყველის ამოყვანა ვერ ხერხდება, რადგან მისი საიდუმლო როგორც ამბობენ, მსოფლიოში სულ ორმა კაცმა იცის.

 

 

აღსანიშნავია, რომ ვირის ყველის წარმოება საქართველოშიც დაიწყეს.

არსებობს ფერმა „სახე – დარი“, კრეატიული ფერმერის მეურნეობა სოფელ სააკაძეშია. თუმცა მისი მფლობელი თემურ ლომიძე ამბობს, რომ საქართველოში ეს ბიზნესი წარმატებული არ გამოდგა და ვირის ყველი ფაქტობრივად არ გაიყიდა.

 

 

 

 

უცნაურია, მაგრამ განსხვავებული შედეგია, ვირის რძის შემთხვევაში.

ვირის რძის რეალიზება საქართველოში მოხერხდა და ერთი ლიტრა 60 ლარად იყიდება.

ვირის რძეს აქტიურად იყენებენ ასევე კოსმეტიკაში. ბაზარზე უკვე იყიდება ვირის რძისგან დამზადებული საპნები.

მომავალში შესაძლებელია ქართული ვირის ყველი  აშშ-ში გაიყიდოს, სადაც აშშ-ში 1 კილოგრამის ფასი $1000-$1200 შორის მერყეობს.

 

 

როგორც ამბობენ, ვირის რძე ბევრ რამეს შველის. 

პირველ რიგში ის ამაღლებს იმუნიტეტს,

კარგია გაციების დროს.

შველის ბრონქების ანთებას.

ხალხური მედიცინა ამბობს, რომ ის შველის კბილის ტკივილს და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვირის რძეს გველის კბენის შემთხვევის შემდეგ ასმევდნენ.

ვირის რძის დადებითი თვისებების შესახებ უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი:

მას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ წერდნენ ფილოსოფოსი არისტოტელე, ისტორიკოსი ქსენოფონტი, ექიმი ჰიპოკრატე და იბნ სინა. იყენებდნენ ძველი რომაელები, ბერძნები, ინგლისელები და ფრანგები.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლეოპატრას ფერმაში 700 ვირი ჰყავდა და მათი რძის აბაზანებს იღებდა.

რომის პაპი ფრანცისკი სახედრის რძეს სვამდა.

XIX საუკუნეში ბელგიასა და საფრანგეთში შეიქმნა ფერმები, რომლებიც ამარაგებდნენ ჰოსპიტალს სახედრის რძით ბავშვების გამოსაკვებად.

დღეისათვის სახედრის რძეზე მზადდება ყველაზე ძვირად ღირებული ბავშვთა კვების პროდუქტები, შოკოლადი (შვეიცარია, ჩინეთი), სახის მოვლის საშუალებები: კრემები, საპნები, ლოსიონები და ნიღბები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g