LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყვითელი ჟილეტების” მორიგი აქცია პარიზში კვლავ შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

collage

მოძრაობა ყვითელი ჟილეტების მორიგი აქცია პარიზში კვლავ შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს.დემონსტრანტები პრეზიდენტ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას ქუჩაში უკვე მეცამეტე კვირაა, აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს ელისეს მინდვრებზე, ტრიუმფალური თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუპირისპირდნენ. ძალოვანებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაშავებულებიც.

აქტივისტები თავდაპირველად საწვავის გაძვირებას  აპროტესტებდნენ, მოგვიანებით მათი მოთხოვნები გაფართოვდა. აქციები ხშირან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებით სრულდება. ამ დროის განმავლობაში არეულობების დროს 1700 აქტივისტი და 1000 სამართალდამცველი დაშავდა.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა პირველი წაკითხვით მიიღეს კანონი მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის წესებში ცვლილებების შესახებ. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ვანდალიზმისთვის სადამსჯელო ზომების გამკაცრებას. ასევე მათ მოითხოვეს, პოლიციის პრეფექტებს უფლება მიეცეთ, მიტინგებში მონაწილეობა აუკრძალონ აქტივისტებს, რომლებიც მუქარას წარმოადგენენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g