სუპერმოდელი ირინა შეიკი საზოგადოებაში გამოჩენას ყოველთვის ისეთი ტანსაცმლით ცდილობს, რაც მისი სხეულის სილამაზეს ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს.
თუმცა, ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში, Foundation Fighting Blindness World Gala-ზე მისულ მოდელს შავი კაბა ეცვა, რომელიც ქვედა ნაწილში გამჭვირვალე ქსოვილით იყო გაწყობილი. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო, რომ არა ერთი დეტალი: შეიკი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში განიერი კაბით, რაც მისთვის საკმაოდ უჩვეულო იყო. მალევე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოდელი ორსულად არის და წამოზრდილი მუცლის დაფარვას სწორედ ამ გზით ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ, შეიკს რომანი ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერთან აქვს. წყვილი დაოჯახებას გეგმავს და შვილებზე ოცნებობს.
ცოტა ხნის წინ ირინამ თავის ინსტაგრამზე კუპერთან ერთად გადაღებული პირველი სელფიც გამოაქვეყნა.