ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რა არის ვაქცინაციის მთავარი მიზანი.
ზაალ კოკაია აღნიშნავს: „აცრილები არ კვდებიან!..“
ის ასევე პასუხობს ერთ-ერთი კომენტარის ავტორს, რომელიც წერს, რომ კორონავირუსი უმძიმესად გადაიტანა და ნანობდა, რომ არ აიცრა:
„აცრილი რომ ყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, გაცილებით იოლად გადაივლიდა შენი ამბავი, ამის უამრავი მაგალიათია უკვე ჩემ გარშემო… ახლა ეს მაგალითი უნდა სხვებმა გამოიყენენ და აიცრან, აიცრან და აიცრან! სხვა გზა არაა!“
