„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის, საარჩევნო შტაბს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე, უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ განცხადება ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია, ეს ადამიანი შეთავაზებას რომ დასთანხმდა.
დღეს ასევე ოფიციალურად გაიხნა რუსთაველის გამზირზე უდუმაშვილის საარჩევნო შტაბიც.
უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიაში არის სრული მობილიზაცია, რათა დაიწყოს ბრძოლა თბილისის გადასარჩენად.