თუ ზაფხულის სითბო გენატრებათ, გაქვთ შანსი, რომ მზიანი აზია აღმოაჩინოთ, დაკავდეთ იოგათი, ისეირნოთ ბანგკოკის ქუჩებში და დატკბეთ ინდოეთის ოკეანეთი, – ამ შესაძლებლობას მოგზაურობის მოყვარულებს უკრაინული ავიაკომპანია FlyUIA აძლევს.
როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდზე წერია, FlyUIA ფასდაკლების აქციას აცხადებს, რომელიც საქართველოდან არსებულ რეისებზეც ვრცელდება.
შესაბამისად, მოგზაურებს შეუძლიათ, ბილეთები ტაილანდის, შრი-ლანკასა და ინდოეთის მიმართულებით შეღავათიან ფასად შეიძინონ. აქციის ფარგლებში, ბილეთი 3 თებერვლამდე უნდა იყიდოთ, ფრენები კი 18 იანვრიდან – 17 თებერვლამდე პერიოდში უნდა დაგეგმოთ.
აღსანიშნავია, რომ თბილისი-დელის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 169 ევროდან იწყება, თბილისი-კოლომბო კი -249 ევროდან.