LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზაფხულის არდადეგებმა არ უნდა გამოიწვიოს კიდევ ერთი ჩაკეტილი ზამთარი” – ჯანმო ევროპას აფრთხილებს

167
1

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამარტივებენ და სხვადასხვა ქვეყნისთვის საზღვრებს ხსნიან, ამის ფონზე კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ევროპას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის “დელტა” ვარიანტი, (ინდური შტამი) საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსს კვლავ უპირატესობა აქვს.

ევროკავშირი ამერიკელი ტურისტებისთვის საზღვრებს გახსნის

ჯანმო-ს წარმომადგენლები ევროპას მოუწოდებენ, დაივიწყონ თვითკმაყოფილება და არ იფიქრონ, რომ პანდემია დასრულდა.

“დელტა” ვარიანტი კვლავ სწრაფად ვრცელდება და კორონავირუსს ჯერ კიდევ უპირატესობა აქვს, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და თავი შევიკავოთ მასშტაბური შეკრებებისგან, განსაკუთრებით, თუ ეს უკავშირდება ნიღბების გარეშე მყოფი ადამიანების გარემოცვას, რაც კვლავ საფრთხედ რჩება.

ევროპაში ვითარება გაუმჯობესდა, შემთხვევბის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, მაგრამ ჩვენ ტყიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვართ”. – თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

კლუგე ამბობს, რომ კარგად ესმის ადამიანების, რომლებსაც არ სურთ კიდევ ერთი ზაფხულის დათმობა, მაგრამ “ზაფხულის არდადეგებმა არ უნდა გამოიწვიოს კიდევ ერთი ჩაკეტილი ზამთარი”.

თუ მოსახლეობის 30% აცრილია, სტაბილიზაცია იწყება, 80%-ის შემთხვევაში კი პანდემიისგან თავის დაღწევა: ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g