ფეხსაცმლის მაღაზია ”პოლარისი” მომხმარებელს საზაფუხლო კოლექციის ლიკვიდაციას და 70%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის გენერალურმა მენეჯერმა, ნინო გვილავამ აღნიშნა, ლიკვიდფაცია მხოლოდ აღმაშენებელზე მდებარე ფილიალზე ვრცელდება, ”პოლარისის” დანარჩენ ფილიალებში კი, ახალი კოლექციაა წარმოდგენილი.
მისივე ინფორმაციით, მაღაზია მსურველს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელებს სთავაზობს, რომელთა ფასიც 90 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე მერყეობს. ასევე მომხმარებელს შეუძლია ”პოლარისში” ჩანთები, ქამრები და ჩუსტები შეიძინოს.
”ჩვენთან წარმოდგენილია თურქული, გერმანული, იტალიური და ამერიკული ბრენდები. ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული და იტალიური ბრენდის, ”ლამბერ ჯეკ”-ის ფეხსაცმელებია, რომელის შეძენაც 85 ლარად შეგიძლიათ”,-განაცხადა გვილავამ.
”პოლარისის” მაღაზიები ჭავჭავაძის 15 ნომერში, ”თბილისი მოლისა” და ”გლდანი მოლის” მეორე სართულზე, პეკინის 14 ნომერსა და აღმაშენებლის 91 ნომერში მდებარეობს.