LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის სეზონზე ბათუმის აეროპორტიდან კიევის მიმართულებით 3 უკრაინული ავიაკომპანია იფრენს

69
batumi-airport-2020-10-01-07-04-57-698579

უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მა კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ზაფხულის სეზონზე Bees Airline რეისებს კვირაში 5 სიხშირით ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

დღეიდან კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიევის მიმართულებით, Ukraine International Airlines-ი განაახლებს. ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით სამი უკრაინული ავიაკომპანია (SkyUp, Bees Airline, FlyUIA) ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g