LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულისთვის საქართველოში 30 ავიაკომპანია იფრენს

87
JAL-night-landing-at-Osaka-International-Airport

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რეისების დაახლოებით 40-48%-ით აღდგენას ელოდება.

როგორც „ავიანიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ განუცხადა, 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში, რეგულარული რეისების შესრულება იგეგმება კვირაში 180-190 სიხშირით, ხოლო პიკურ პერიოდში – 290 სიხშირით.

„დღეს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საავიაციო მიმოსვლას 2021 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით განახორციელებს 30 ავიაკომპანია. გეტყვით, რომ 2019 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, საავიაციო ბაზარზე ოპერირებდა 45 ავიაკომპანია“, – ამბობს ლევან კარანაძე.

ცნობისთვის, 2021 წლის ზაფხულზე საქართველოს ავიაბაზარზე 33%-ით ნაკლები ავიაკომპანია მოახდენს ოპერირებას, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g