კომპანია Aston Martin-მა სპროტქარების DBS GT Zagato-სა და DB4 GT Zagato Continuation-ის პირველი გამოსახულება გაავრცელა. იტალიური ატელიე 100 წლის იუბილესთვის განსაკუთრებულად ემზადება და უნიკალური სპორტქარებიც ამიტომ შეიქმნა. მთლიანობაში ბრიტანელებმა თითოეული მანქანის 19 ეგზემპლარი დაამზადეს და ისინი წყვილში – 6 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდება.
Aston Martin-ის მთავარი მოდელი DBS GT Zagato 725 ძალის ძრავს მიიღებს. კუპეს სტილისტიკა Zagato-ს დიზაინის ევოლუციას განასახიერებს. ცენტრალური ელემენტი სახურავის ფორმა და მისი კაპოტთან შეხამება გახდება. სიახლე უნიკალური დიზაინის საბურავებს, ფარებს და რადიატორის ბადესაც მიიღებს.
DB4 ვერსიის გაგრძელება 60-იანი წლების ორიგინალურ სპორტქარებთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული და მის მიღებას მხოლოდ ბრენდის ერთგული კლიენტები შეძლებენ.