LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Zagato–ს ხუთი უნიკალური კუპედან ერთ–ერთი აუქციონზე გაიყიდება

100
zagato-news

პარიზულმა აუქციონის სახლმა Bonhamas გადაწყვიტა, რომ უნიკალური ეგზემპლარი Zagato Mostro Coupé გამოიტანოს . ავტომობილი Maserati–ს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად აიგო და მის ვიზუალში ისტორიული სპორტქარის 450 S Coupe–ის სტილის ამოცნობაა შესაძლებელი.

თანამედროვე „მონსტრი“ V8 4.7 ძრავითაა აღჭურვილი, ეს სწორედ ის ძრავია რომელიც GranTurismo MC Stradale–ს კუპეს აქვს. რაც შეეხება აგრეგატის ძალას, მწარმოებელი ზუსტ მაჩვენებელს არ აზუსტებს და სავარაუდოდ, საუბარი 460 ცხენის ძალაზეა.

Zagato Mostro Coupé–ს შექმნისას დიზაინერებმა 1957 წლის „ლე–მანის“ მონაწილეების ვიზუალით იხელმძღვანელეს და შექმნეს სპორტქარი რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 320 კმ/სთ–ია.

კუპეს საწყისი ფასი 600–900 ათასი ევროა, თუმცა რა იქნება საბოლოო ჯამში ამის თქმა რთულია. აუქციონი კი 6 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები