LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Zagato-ს ყველაზე პატარა და იაფფასიანი მოდელი აუქციონზე გაიყიდება

122

იტალიური ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომ ავტომობილს Sotheby’s აუქციონის სახლი გამოიტანს. ელექტროქარი Zele თავის დროზე 500-იანი ტირაჟით გამოვიდა და მისი დებიუტი 1972 წელს ჟენევის ავტოსალონზე შედგა. ელექტროქარი ავტომობილს გადარჩენაში უნდა დახმარებოდა, რადგან ეს ის პერიოდი იყო, როცა სპორტული ავტომობილები თითქმის აღარ იყიდებოდა.

ყველაზე კომპაქტური მოდელი Fiat 500-ის ბაზაზეა აგებული და მოძრაობაში ის Magneti Marelli-ს ძრავს მოყავს. ერთი დამუხტვით ელექტროქარს 80 კმ-ს გავლა შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ-ია.

აუქციონზე გამოტანილი ავტომობილი ერთ-ერთი საბაზისო მოდელია. მას პირველი მფლობელი მთელი 11 წლის განმავლობაში იყენებდა, 1985 წელს კი გაყიდა. ამის შემდეგ Zagato სხვადასხვა კოლექციებში ხვდებოდა ხოლმე. 2011 წელს ის მთლიანად განაახლეს და ამჟამად მისი გაყიდვის დროც მოვიდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე პატარა ელ-ქარის საბაზრო ფასი 5-10 ათასი ფუნტი სტერილინგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები