აუქციონზე უნიკალურ Ferrari 348-ს გაყიდიან, მოდელს რომლის დიზაინიც ატელიე Zagato-ს ეკუთვნის. კუპეს სახელად Elaborazione ჰქვია და მთლიანობაში 10 ეგზემპლარად იყო გამოშვებული.
ჩვეულებრივი 348-ისგან ორკარიანი ბევრად უფრო აგრესიული დიზაინით, ძრავის გამჭვირვალე სახურავით და მოძრავი სპოილერით განსხვავდება. ძრავა სტანდარტულია: „ატმოსფერული“ V8, 3,4 სიმძლავრით, რომელსაც 300 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 5 საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
ასეთი ავტომობილის ღირებულება 350-400 ათასი ევროა.