LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკ ტაისონის უიშვიათესი Ferrari აუქციონზე გაიყიდება

105
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ლეგენდარული მოკრივის, მაიკ ტაისონის ყოფილი Ferrari F50 აგვისტოში RM Sotheby’s-ის მონტერეის აუქციონზე გაიყიდება. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 7-9 მილიონ დოლარს შორის მერყეობს და ის რეზერვის გარეშე იქნება წარმოდგენილი.

გასაყიდი ავტომობილი 1995 წლის გამოშვებაა და წარმოადგენს Ferrari F50-ის 349 ეგზემპლარიდან ერთ-ერთს. შასი თავდაპირველად Beverly Hills Sports Car-ს გადაეცა, საიდანაც მაიკ ტაისონმა შეიძინა, თუმცა რამდენიმე თვეში ისევ გაყიდა. მოგვიანებით ავტომობილი არაერთი ცნობილი ამერიკელი კოლექციონერის საკუთრება იყო.

2008 წელს ავტომობილმა Ferrari Classiche Red Book-ის სერტიფიკატი მიიღო, რომელიც ადასტურებს, რომ მას დღემდე შენარჩუნებული აქვს ქარხნული შასი, ძრავა, ტრანსმისია და ძარა. ოდომეტრზე ამჟამად 6 196 მილი (დაახლოებით 9 970 კმ) ფიქსირდება, ხოლო აუქციონამდე ავტომობილს სრული ტექნიკური მომსახურება ჩაუტარდა.

Ferrari F50 1995-1997 წლებში იწარმოებოდა და Ferrari-ს 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. მოდელი აღჭურვილია 4.7 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც Ferrari-ს ფორმულა 1-ის ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. დღეს F50 ბრენდის ყველაზე საკულტო სუპერქარებს შორის ირიცხება და კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები