ამერიკელი მსახიობი ზაკ ეფრონი სერიულ მკვლელს, ტედ ბანდის განასახიერებს. ცნობილია, რომ პროექტის რეჟისორი ჯო ბერლინგერი იქნება, სცენარს კი მაიკლ ვერვი დაწერს. გადაღებები 9 ოქტომბერს დაიწყება.
ტედ ბანდი ცნობილი სერიული მკვლელი და მოძალადეა. ის 1989 წელს ფლორიდაში სიკვდილით დასაჯეს.