„ნეონაციზმის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი სახე და ეს სახე სისხლიანია“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რითაც ის ვარშავაში რუსეთის ელჩზე თავდასხმას გამოეხმაურა.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთის შეშინება შეუძლებელია.
„მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების დანგრევა, საფლავების შეურაცხყოფა და ახლა, ყველა ღირსეული ადამიანისთვის წმინდა დღეს, გვირგვინით შემკობის ცერემონიის ჩაშლა ადასტურებს, რომ დასავლეთი ფაშიზმის რეინკარნაციის კურსს ატარებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ.“– აღნიშნა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, პოლონეთში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს, როდესაც ის წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა.