რუსთაველზე მიმდინარე აქციას, პირდაპირ ეთერში გადასცემს „ტვ პირველი“. ტელეწამყვანები ინგა გრიგოლია და ზალიკო უდუმაშვილი სტუდიაში ერთად მუშაობენ.
“ზალიკოსთან ერთად პირველად მიმყავს საგანგებო ეთერი, ცხოვრებაში პირველად“, – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ზალიკო უდუმაშვილი პოლიტიკიდან კვლავ ჟურნალისტიკაში დაბრუნდა და „ტვ პირველის“ გუნდს შეუერთდა.