LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალკალიანის მოადგილე ინდოეთში, “ასტრაზენეკას” მწარმოებელ კომპანიასთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა

86
FORTUNA.GE- (13)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე “ასტრაზენეკას” მიერ ინდოეთში წარმოებული ვაქცინების მისაღებად მოლაპარაკებებს გამართავს.

სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის, მარინე ნარჩემაშვილის თქმით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ვაქცინების მწარმოებელ კომპანიასთან მოსალაპარაკებლად ინდოეთში მივლინებით გაემგზავრა.

როგორც ნარჩემაშვილმა განაცხადა, ქართულ მხარესა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დიდი ხანია მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია და იმისთვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებთ დასრულდეს, გადაწყდა ხვთისიაშვილის ვიზიტი ინდოეთში:

“ინდოეთში ფუნქციონირებს ფარმაცევტული კომპანია, რომელიც აწარმოებს კომპანია “ასტრაზენეკას” წარმოებულ ვაქცინას. მასთან უკვე დიდი ხანია დამყარებულია კონტაქტი, კავშირები და მიმდინარეობს ქართული მხრიდან ამ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს პროცესი არ შეფერხდეს და დასრულდეს წარმატებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილის მივლინებისა ინდოეთში”. – თქვა ნარჩემაშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინდოეთში ვიზიტზე 2 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მინისტრის მოადგილე პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს ინდოეთში ვაქცინის ინდურ მწარმოებელთან.

პოპულალურები