საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზის საფარის აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, მოვლა-შენახვის ფარგლებში, იმერეთისა და გურიის რეგიონებში დაზიანებული გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ორმოულის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზებზე.
მკაცრმა ზამთარმა, კერძოდ, დიდთოვლობამ, ძლიერმა ყინვამ და გზაზე მოძრაობის შესანარჩუნებლად ტექნიკური მარილის დაყრამ, საავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა.
ამ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზების 80%-ზე მეტი აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.