LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის კოლექციის ლიკვიდაცია და ტოტალური ფასდაკლებები მაღაზიაში La Scala Showroom

160

იტალიური ბრენდების მაღაზია La Scala Showroom-ში ფასდაკლებები მიმდინარეობს. როგორც მაღაზიის დამფუძნებელმა ნატა იაკობიშვილმა „ფორტუნა პლუსს“ განუცხადა, 24, 25 და 26 აპრილს მომხმარებელი სრულ კოლექციაზე ტოტალური ფასდაკლებებით სარგებლობს. პარალელურად კი, Showroom-ში ზამთრის კოლექციის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, La Scala Showroom-ში ისეთი ცნობილი ბრენდების  ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარებია წარმოდგენილი როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Giorgio Armani, Roberto Cavalli, Moschino და მრავალი სხვა.

„მაღაზიაში კოლექციები სამ თვეში ერთხელ ახლდება და არსებული მოდელების რაოდენობა სამ ცალს არ აღემატება. ეს ჩვენს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალიზმი შეინარჩუნოს. არ გვაქვს გათვლა ერთ სოციალურ ფენაზე. კოლექციები მოიცავს როგორც ძვირადღირებული ბრენდების, ასევე ყველასთვის ხელმისაწვდომ მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს, სამოსსა და აქსესუარებს“, – აღნიშნა იაკობიშვილმა.

მისივე განცხადებით, La  Scala Showroom-ი დახურული მაღაზია-სალონია. მაღაზიაში სტუმრობამდე წინასწარ დარეკვა და სასურველი დროის შეთანხმებაა აუცილებელი.

La Scala Showroom-ი ჭავჭავაძის 37 ნომერში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები