LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის საბურავებზე მოთხოვნა შემცირებულია

43

ზამთრის საბურავებზე შარშანდელთან შედარებით მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია.

როგორც ჩვენთან ინტერვიუში კომპანია ,,ამბოლის’’ დირექტორმა დავით ჭანტურიამ განაცხადა, რეალიზაციის შემცირება ლარის გაუფასურებას უკავშირდება.

”ყველა სახის ავტონაწილი, მათ შორის, საბურავები იმპორტირებულია და დოლარში ვყიდულობთ, შესაბამისად 5%-ით გაძვირდა. ფასების მცირედით მატებას კლინეტების კლება მოჰყვა,”- განმარტა ჭანტურიამ.

გაყიდვების შემცირებაზე საუბრობენ მეორადი ავტო ნაწილების მაღაზიებშიც. კომპანია ,,ავტო ვილ სერვისის’’ წარმომადგენლის თქმით, რეალიზაცია ყოველთვიურად მცირდება. ,,ავტო ვილ სერვისში’’ გაყიდვების მცირედით მატებას დეკემბრის მეორე ნახევარში ელოდებიან.

,,ამბოლში’’ იაპონური  ,,ტოიოს’’  ზამთრის საბურავების ფასი 80-ლარიდან იწყება, მეორადი საბურავის ფასი კი 40 ლარიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები