ვითარება ზაპორიჟიეს ელექტროსადგურში – უკრაინულ მედიაში უახლესი ინფორმაცია ვრცელდება.
ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელის განცხადებით, ცეცხლი საგანმანათლებლო და ლაბორატორიულ-საყოფაცხოვრებო შენობას გაუჩნდა.
“ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა. სადგურის თანამშრომლები ყველა ზომას იღებენ პრობლემის ლოკალიზაციისთვის”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
“უნიანის” ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში “კადიროველები” შეიჭრნენ.
“ამ წუთებში შიდა ტერიტორიაზე არის დაპირისპირება ეროვნულ გვარდიასთან.
კადიროველები ახლა შეეცდებიან დანაღმვას, იმისათვის რომ მთელ ევროპა დააშანტაჟონ”, – აცხადებენ ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები.
ვითარება ატომური ელექტროსადგურისა და უკრაინის მთელს ტერიტორიაზე – მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: