”ზარაფხანა” მომხმარებელებს განახლებულ და დახვეწილ სამკაულებსა და კოლექციებს წარმოუდგენს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას, კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსმა, ბაია თორაძემ აღნიშნა, „ზარაფხანა“–ში მუდმივად მოქმედებს ”საქართველოს ბანკის”, ”თიბისი ბანკისა” და ”ლიბერთი ბანკის” 0%-იანი განვადება.
მისივე ინფორმაციით, „ზარაფხანას“ სამკაულები შესრულებულია ძირითადად ოქროს ან გარკვეული კოლექციების სახით ვერცხლის ლითონში, ხოლო სუვენირები ვერცხლსა და თითბერში. კომპანია მუდმივად ზრუნავს სამკაულის დიზაინის განახლებასა და ტექნოლოგიური პროცესის დახვეწაზე.
“საქართველოში არსებული ერთადერთი საიუველირო კომპანია ”ზარაფხანა” თითქმის ასწლეულია რაც ავითარებს ქართულ საოქრომჭედლო კულტურას, სწორედ ამის გამო, დღეს მისი სახელი დახვეწილ სტილთან, სანდოობასა და ხარისხთან ასოცირდება”, – განაცხადა თორაძემ.
”ზარაფხანა” მომხმარებელს ექსკლუზიური შეკვეთების სერვისსაც სთავაზობს, რომლითაც უკვე ბათუმში მდებარე ფილიაშიც ისარგებლებთ.
”ზარაფხანა” ს ფილიალები მდებარეობს: თბილისი: ლუბლიანას 15 ნომერში, ჭავჭავაძის 19 ნომერში, “გუდვილის” ქავთარაძის ფილიალსა და “თბილისი მოლის” სავაჭრო ცენტრში 1 სართულზე მდებარეობს. მაღაზია ასევე წარმოდგენილია ქ. ბათუმში, რუსთაველის 35 ნომერში.