ქართული საიუველირო მაღაზია ”ზარაფზანა” მომხმარებელს ახალ, საბავშვო კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”ზარაფხანას” მენეჯერმა ბაია თორაძემ განაცხადა, ახალი კოლექცია შექმნილია ბავშვებისთვის, თუმცა სამკაულების ვიზუალიდან გამომდინარე ის ბევრი ზრდასრული ადამიანის ყურადღებასაც იპყრობს.
”ეს კოლექცია 2010 წელს დაიხატა ”ზარაფხანაში,” თუმცა ამჯერად უფრო დავხვეწეთ დიზაინი და ვფიქრობ, ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება. სამკაულების ფასი 15 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე მერყეობს. ” -აღნიშნა მენეჯერმა.
შეგახსენებთ, რომ ”ზარაფხანას” კოლექცია ყოველკვირეულად ახლდება და მას ახლადშექმნილი ნაკეთობები ემატება.
მსურველებს ”ზარაფხანაში” სტუმრობა ჭავჭავაძის N19, აბაშიძის N29, ქავთარაძის N1 შეუძლიათ.