საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ ბომბის არსებობის შესახებ ზარი შევიდა.
მაუწყებელში აცხადებენ, არხის ადმინისტრაციამ შსს-ს მიმართა და ამ დროისთვის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.