LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზარი შევიდა ჩემ დასთან, დაემუქრნენ – „შენი და არ იქცევა სწორად და „მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო – სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს ჩემი შვილი ქუჩაში“ – დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის თქმით, მისი ოჯახის წევრებზე მუქარის შემცველი ქმედებები ხორციელდება

237
ქეთევან თურაზაშვილი

„ზარი შევიდა ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ – „შენი და არ იქცევა სწორად და „მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა და მისი ოჯახის წევრების ტელეფონზე შესულ მუქარისშემცველ ზარებზე ისაუბრა. ქეთევან თურაზაშვილის თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა, მისი ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე მუქარის შემცველი ქმედებები ხორციელდება.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს დღეს საგამოძიებო უწყებებს მიმართოს.

„დარეკვების ახალი ტალღა დაიწყო, როგორც ჩანს, მათ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი იციან. გუშინ, ღამის 12 საათზე შემოვიდა ზარი ჯერ ჩემ ქმართან, ზარს ვერ მიუსწრო. დაახლოებით, 12 წუთში, იგივე ნომრიდან შევიდა ზარი ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ. „შენი და არ იქცევა სწორად და ,,მიაყენოს”, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო”..

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, უკვე რამდენიმე კვირაა გაურკვეველი პირები ჩემი ოჯახის წევრებს ქუჩაში ხვდებიან. ჩემს 23 წლის შვილს მანქანით გადაუდგნენ და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, შემდეგ ჯერზე კი, უკვე კაფეში მიაკითხა შეიარაღებულმა შუა ხნის მამაკაცმა და მუსიკოსების მისამართით იგინებოდა… ქუჩაში დაგვხვდნენ მე და ჩემს ქმარსაც, როცა მცირეწლოვან შვილთან ერთად გვიან ღამით სახლში ვბრუნდებოდით.

„ჩემს შვილს ახლახან დაურეკეს – „იცი, რომ დედა მოღალატე გყავსო?“ გაეშვით შვილს… უფრსკულისკენ მიექანებით“ – თამარ ბელქანიას თქმით, მის 12 წლის შვილს უცხო ნომრებიდან ურეკავენ

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი 12 წლისაა, მასაც დავეკითხები და ვიფიქრებ, როგორ შეიძლება თავის დაცვა. ნომერს ნამდვილად არ შევუცვლი, არ მინდა იფიქროს, რომ რამის შემეშინდა, არაფრის შემშინებია, უბრალოდ ვფიქრობ, როგორ დავიცვათ თავი“

ვაპირებ, მივმართო შესაბამის საგამოძიებო უწყებებს. თუმცა, სანამ მათ მივმართავ, კითხვა მაქვს მობილურ ოპერატორებთან, რანაირად ხდება, რომ ნომრებზე, საიდანაც გვირეკავენ და გვემუქრებიან, უკან დარეკვისას გვპასუხობს, რომ ,,ნომერი რეგისტრირებული არ არის”…?! რა დანიშნულებით და ვისზე გასცემთ ასეთ ნომრებს? საინტერესოა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საერთოდ ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში?” – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g