LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ეროვნულ ბანკს ვთხოვეთ, შექმნას პენსიონერთა ინტერესების დამცველი სტრუქტურა – ცხელი ხაზი

114
publika.ge-zarqua-2021-09-20-20-39-34-453192

ეროვნულ ბანკს ეთხოვა, რომ თავის წიაღში შექმნას პენსიონერთა ინტერესების დამცველი სტრუქტურა – ცხელი ხაზი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ასევე სოციალურ სააგენტოს ეთხოვა, რომ იმ სასესხო ხელშეკრულებაში, რაც დაიდება პენსიონერსა და ბანკს შორის იქაც ცხელი ხაზი, შავი თეთრზე ეწეროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება პროცენტის არასწორად დარიცხვა ან გარკვეული კითხვები ექნებათ, პენსიონერს შესაძლებლობა ექნება, რომ დარეკონ ცხელ ხაზზე.

სწორედ ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება და ბერკეტი, რომ დააჯარიმოს, დასაჯოს ესა თუ ის ბანკი, თუ კეთილსინდისიერად არ მოეპყრობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ “იმედის” ეთერში.

პენსიონერებისთვის სესხის გაცემის პირობები იცვლება. ახალი საკონკურსო პირობებით, რომელიც საბანკო მომსახურების უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა, კონკურსში გამარჯვებულ ბანკს, საპენსიო სესხების მაქსიმუმ 26 პროცენტში გაცემა მოუწევს. საპენსიო სესხი, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთთან.

ჩვენი პენსიონერების პირობები გაუმჯობესდება, მათი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, – ეკონომიკის ახალი მინისტრი საპენსიო სესხის პროცენტზე

რა იცვლება საპენსიო სესხებში, რა პირობებით ცხადდება ტენდერი კომერციული ბანკებისთვის და რა სარგებელს მიიღებენ პენსიონრები – გიორგი კეპულაძის განმარტება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g