LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა – ზოგიერთი მავნებელი აკეთებს ასეთ ინტერპრეტაციას: ყველა ცხოველი, ვინც გარეთ დარჩება, ევთანაზიას დაექვემდებარება – ეს სიცრუეა, ტყუილია

210
zarqu

„ზოგიერთი მავნებელი აკეთებს ასეთ ინტერპრეტაციას: ყველა ცხოველი, ვინც გარეთ დარჩება, ევთანაზიას დაექვემდებარება – ეს სიცრუეა, ტყუილია“, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ შინაური ცხოველების შესახებ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებზე პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია და ფაქტი ძალიან საგანგაშოა.

“[დოკუმენტში] წერია, რომ იქ, სადაც არის საჯარო ინტერესი, რომ უსაფრთხო გარემო იყოს, ეს არის დაცული და, მეორე მხრივ, მათ შორის, შინაური ცხოველების ინტერესებიც არის დაცული. ზოგიერთი მავნებელი აკეთებს ასეთ ინტერპრეტაციას: ყველა ცხოველი, ვინც გარეთ დარჩება, ევთანაზიას დაექვემდებარება – ეს სიცრუეა, ტყუილია. ვინც ამას აკეთებს, ეს არის ძალიან საგანგაშო და საშიში საზოგადოებისთვის. ასეთი რამ იქ არ წერია. იქ არის საუბარი იმაზე და მოქმედი კანონმდებლობითაც ასეა, რომ თუ არის ცოფის საფრთხე, ის, ბუნებრივია, დაძინებული იქნება და აქამდეც ასე იყო.

კიდევ იყო, რომ თურმე, მგზავრობის დროს არ შეიძლება გადაყვანა – ესეც ტყუილია. დაზუსტდა, რომ ხელში აყვანით იქნება ან სპეციალური კონტეინერით, გადაყვანა შესაძლებელია. კიდევ ბევრი სისულელე იყო და ამას ავრცელებენ სწორედ ისინი, ვისაც აქვს ბიზნესი ამაში, კერძო ბიზნესში არიან ჩართულები, ამრავლებენ და, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდიათ, უპატრონოდ დაგდებული ძაღლები რა პრობლემებს შეუქმნიან საზოგადოებას,”- აცხადებს ირაკლი ზარქუა.

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები – პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდა

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g