რამდენიმე დღეც და სტარტს აიღებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მარათონული ტურნირი. წლევანდელ NBA-ს განსაკუთრებული მოლოდონით და იმედით ვხვდებით. ძალიან დიდი შანსია ქართული სპორტის ისტორიაში უდიდესი ფურცელი ჩაიწეროს – ქართველი გახდეს NBA-ს ჩემპიონი. ზაზა ფაჩულია ხომ უძლიერეს და ფავორიტ “გოლდენ სტეიტ უორიორზშია”.
დამდეგი სეზონის წინ NBA-ს მენეჯერები გამოკითხეს და მომავალ ჩემპიონზე დაეკითხნენ. ისინიც ფავორიტად “გოლდენ სტეიტს” მიიჩნევენ.
გამოკითხულთა უმრავლესობამ მომავალ გამარჯვებულად ზაზას გუნდი დაასახელა. იმედია, ახდება.
ვინ გახდება ჩემპიონი?
1. გოლდენ სტეიტი – 69,0 %
2. კლივლენდი – 31,0 %
რომელმა გუნდმა განახორციელა საუკეთესო ტრანსფერები?
1. გოლდენ სტეიტი – 83,3%
2. ინდიანა – 6,7%
იუტა – 6,7%
3. ბოსტონი – 3,3%
რომელი ახალწვეულს მოუტანს ყველაზე დიდ სარგებელს გუნდს?
1. დიურანტი, გოლდენ სტეიტი – 80,0%
2. ჰორფორდი, ბოსტონი – 13,3%
რომელ გუნდს ექნება ყველაზე დიდი პროგრესი მოახლოებულ სეზონში?
1. მინესოტა – 56,7%
2. იუტა – 23,3%
3. ნიუ-იორკი – 10,0%
ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი:
1. კევინ დიურანტი გოლდენ სტეიტში – 46,7%
2. დუეინ უეიდი ჩიკაგოში – 43,3%