LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულია მეუღლეზე: „რომ არა თიკა, დარწმუნებული ვარ ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი, თიკა არის ჩემი ცხოვრების პარტნიორი..დიდი ფუფუნებაა, ძალაა, კომფორტი, თქმაც არ გჭირდება, თვალებში რომ შევხედავ მე მისი მესმის, მას ჩემი“

149
ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულიამ პოდკასტში „ჩვენ“ მეუღლეზე, თიკა ალავიძე-ფაჩულიაზე ემოციურად ისაუბრა.

ზაზა ფაჩულიას თქმით, თიკა მისთვის ცხოვრების მთავარი პარტნიორია და რომ არა მისი მეუღლე ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა.

„დედაჩემი სულ მეუბნებოდა ასეთ რაღაცას, მაშინ არ მესმოდა, მაგრამ დღეს ძალიან კარგად მესმის რასაც გულისხმობდა, რომ ძალიან ფრთხილად იყავი ვის აირჩევ, შენს გვერდში ვინ იქნება, ძალიან კარგად ესმოდა ის, რომ რა შეუძლია პარტნიორს, ან უფრო ზემოთ აგიყვანს, ან დაგანარცხებს ქვევითო…ბავშვი ვიყავი, თინეიჯერი ვიყავი და სწორი ადამიანი ასოცირდებოდა სილამაზესთან, ახლა ძალიან კარგად ვხვდები დედაჩემი რას გულისხმობდა.

რომ არა თიკა, დარწმუნებული ვარ ასეთი წარმატებას ვერ მივაღწევდი, თიკა არის ჩემი ცხოვრების პარტნიორი, 20 წელი სრულდება მომავალ წელს რაც ერთად ვართ და ეს ბოლო 20 წელი იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო 20 წელი, ყველაზე წარმატებული 20 წელი.

ყველაზე მაგარი გუნდელი მყავს თიკა, დიდი ფუფუნებაა, ძალაა, კომფორტი რომ თქმაც არ გჭირდება, თვალებში რომ შეხედავ მე მისი მესმის, მას ჩემი ესმის. ასეთი სიყვარულზე რომ არის აშენებული ოჯახი ძალიან რთულია რომ რამემ ხელი შეუშალოს წინსვლაში და წარმატებაში,“ – აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები