LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულია ქართველ პარასპორტსმენებზე: „გულწრფელმა ემოციებმა, ბოლო დღეებში, ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახვა. პირველ რიგში ის, რომ სხვისი შრომის დაფასება და წარმატების გაზიარება ჩვენი კულტურის ნაწილი უნდა იყოს და არა გამოხმაურების ან რეაგირების შედეგი…“

172
page

კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ქართველი პარასპორტსმენებისა და მათი წარმატებების შესახებ წერს:

„ემოციური იყო ანა ჯაფარიძის და პირველი არხის ჟურნალისტის შეხვედრა, პარატაეკვანდოში მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ. როცა სხვა ქვეყანაში აღწევ წარმატებას და ამას პირველად შენიანთან ერთად იზიარებ, სხვანაირი გრძნობაა, ისეთი რომელიც არ მეორდება, რადგან გამარჯვების მომენტის პირველი წამები, სრულიად განსხვავებულია.

მინდა, ანას მივულოცო ეს წარმატება და მასთან ერთად ვახტანგ ახობაძეს, რომლის გულწრფელმა ემოციებმა, ბოლო დღეებში, ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახვა. პირველ რიგში ის, რომ სხვისი შრომის დაფასება და წარმატების გაზიარება ჩვენი კულტურის ნაწილი უნდა იყოს და არა გამოხმაურების ან რეაგირების შედეგი.

მადლობა ყველა სპორტსმენს და წარმატებები მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს მედლების მოპოვების შანსი პარალიმპურ თამაშებსა თუ სხვა ტურნირებზე!“

„სანდრო მას, მინდა ყველამ იცოდეს თუ რამხელა წვლილი მიგიძღვით პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ მედალში“ – ანა ჯაფარიძის ემოციური მიმართვა მწვრთნელს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g